ახალი „ლენდ როვერ დეფენდერი“ იმ ავტომობილთაგანია, რომელსაც მსოფლიო მოუთმენლად ელის, მაგრამ მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
ბრიტანულმა კომპანიამ 2011 წელს მისი კონცეპტუალური DC100 (ფოტოზე) გვიჩვენა.
ამ მოდელის დიზაინი ზოგს მოეწონა, ზოგმა კი "მიწაში ჩადო", მაგრამ კომპანიამ მალევე განაცხადა, რომ ახალ „დეფენდერს“ განსხვავებული გარეგნობა ექნება.
ამჟამად ცნობილია, რომ ახალი „დეფენდერი“ ბაზარზე 2019 წელს უნდა გამოვიდეს. ეს კი ნიშნავს, რომ წინასერიულ მოდელს მომავალ წელს ვიხილავთ. კომპანიის ხელმძღვანელობამ ადრე დაადასტურა, დიზაინი უკვე შერჩეულია. ასევე ცნობილია ისიც, რომ ავტომობილს ორ და ოთხკარიანი კონფიგურაციით გამოუშვებენ.
ახალი „დეფენდერი“ უნივერსალურ პლატფორმაზე აიგება, რომლის ბევრი კომპონენტიც ალუმინისგან დამზადდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილს „ლენდ როვერის“ სლოვაკეთის ქარხანა გამოუშვებს. „დეფენდერი“ სერია ინჯენიუმის ბენზინის და დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება.
რაც შეეხება „ლენდ როვერის“ სხვა გეგმებს, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია 2020 წელს Discovery Sport-ს და Range Rover Evoque-ს განაახლებს. ერთი წლის შემდეგ კი ბაზარზე ახალი თაობის Range Rover გამოვა.
წყარო: autobild.ge