აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული თვითმფრინავი უკვე ჩაერთო.
როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ განაცხადა, თვითმფრინავმა ხანძრის კერებს უკვე რამდეჯერმე გადაუფრინა და წყალი გადაასხა.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე უკვე საქართველოშია აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უახლოეს საათებში ჩაერთვება.