დიდი ხნის განმავლობაში გუდაური ცნობილი იყო როგორც ზამთრის კურორტი.
ამის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ისიც, რომ გასართობი აქტივობები აქ თოვლის მოსვლასთან ერთად ჩნდებოდა. ბოლო რამდენიმე წელია, ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ზაფხულობით გუდაურისთვის უცხო აღარ არის. ახლა ვიზიტორებს გუდაურში ზაფხულშიც შეუძლიათ დასვენება.
ზამთარში თუ გონდოლიდან თოვლიანი მთებით დატკბებით, ზაფხულობით მწვანე და მზიანი ხედებით ისიამოვნებთ. ვერასდროს ნახავთ ცარიელს იმ ადგილს, სადაც პარაპლანი 10 წუთით 150 ლარად ქირავდება, ცხენი 30 ლარად და კვადროციკლი 50 ლარად. ექსტრემალური გართობის მსურველთა 90 პროცენტი კი უცხოელია. სწორედ ტურისტების რიცხვის მატემამ განაპირობა გუდაურში საცხოვრებელი სახლების მშენებლობების ზრდა. მათ ფონზე კი, შეუძლებელია გონდოლიდან ვერ შეამჩნიო გუდაურში კიდევ ერთი პატარა "ქალაქი", რომელსაც კომპანია Red-co აშენებს.
ამ დროისთვის გუდაურში კომპანიამ 4 კორპუსი უკვე ააშენა რაც დაახლოებით 400 ბინაა, ზამთრისთვის კი კიდევ ერთ კორპუსს დაასრულებს. შემდეგი ზამთრისთვის კომპლექსს კიდევ სამი კორპუსი დაემატება, ასევე კაზინო და საქართველოს მაშტაბით ყველაზე დიდი სპა ცენტრი.
"კორპუსები გახლავთ 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს კლასის აპარტოტელი და მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას: 24-საათიანი დაცვა, კონსიერჟის მომსახურება, სკი-დეპო, რესტორანი, ფიტნესცენტრი, დახურული აუზი, მიწისქვეშა პარკინგი. აპარტამენტების მფლობელებს ვთავაზობთ შეძენილი ბინების გაქირავების და მართვის სერვისს" - ამბობს ბესო ქარჩავა, Red-co-ს "ახალი გუდაურის" გენერალური მენეჯერი.
კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებში ბინის ფასი საშუალოდ 50 ათასი ლარიდან იწყება, ამ დროისთვისთვის კი ბინების დიდი ნაწილი გაყიდულია.