„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიცვალა.
გენერალური დირექტორის არჩილ კონცელიძის ცნობით, საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. საუბარია, მიხაილ ოსეევსკიზე, ვსევოლოდ სმაკოვსა და ანნა შუმეიკოზე.
კონცელიძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის 97.384322 % -ის აქციათა მფლობელმა – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებემ“ ერთპიროვნულად მიიღო.
ამასთან, უკვე აირჩიეს ბანკის სამეთვალყურეოს საბჭოს ახალი წევრებიც. ესენი არიან: ილნარ შაიმარდანოვი, სერგეი სტეპანოვი და არჩილ კონცელიძე.