დღეს გორი-თბილისის მიმართულებით გარკვეულ საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დღეს გორი-თბილისის მიმართულებით 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 40კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით. სამუშაოები, 31 აგვისტოს გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.