აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს, შესაძლოა, დამატებითი ავიაცია ჩაერთოს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად, საჭიროების შემთხვევაში, ორი ვერტმფრენი ირანიდან, ერთი თვითმფრინავი კი თურქეთიდან შემოვა.
ამ დროისთვის ცოცხალ ძალასთან ერთად აბასთუმნის ტყეში უკვე მუშაობს 6 საფრენი აპარატი, კერძოდ, ხუთი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.
უფრო კონკრეტულად, სამუშაოებში ჩართულია ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე ერთი უკრაინული თვითმფრინავი.