მიმდინარე თვეში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 7 588 კილოვატი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ნოემბერში ეს მონაცემი 136 კილოვატი იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-space ავრცელებს, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების დამტენ სადგურებს ამონტაჟებს.
კომპანიამ დამტენების დამონტაჯება 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და ამ დროისათვის მათი რაოდენობა 25-ს აღწევს. ჯამში, გასულ 10 თვეში, ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14.349 კილოვატი, ხოლო ავტომობილების დამუხტვის რაოდენობამ 1 508 ტრანზაქცია შეადგინა.
ამასთან, E-space-ს ინფორმაციით, საქართველოში არსებული ელექტრომობილების უდიდესი ნაწილი Nissan Leaf-ია.