რუსეთის რეგიონების მცხოვრებები, რომლებსაც ამერიკული არასაიმიგრაციო ვიზის მიღება სურთ, გასაუბრებას Skype-ის მეშვეობით ვერ გაივლიან, - აღნიშნულის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელმა, ლორენს ტობიმ განაცხადა.
„რიგი ტექნიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ჩვენ ვერ შევძლებთ გასაუბრების Skype-ის მეშვეობით განხორციელებას. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა მან.
„რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ“, - განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.
23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდა.
როგორც ცნობილია, 1-ელი სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით არის შეჩერებული.