თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალში ახალი კვების ობიექტები ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
კერძოდ, 15 სექტემბრიდან მოფრენის დარბაზში მგზავრებს მოემსახურება ხის ინტერიერით მოწყობილი Brewmark Pub Tbilisi; ხოლო ოქტომბრის ბოლოდან BUS GATE-ის ზონაში კიდევ ერთი, ახალი Need Stop-ის კაფე განთავსდება.
„შეგახსენებთ, რომ პირველი Need Stop-ის კაფე ახალი მოფრენის ტერმინალის გაფრენის ზონაში 12 ივლისიდან ფუნქციონირებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ყველა კვების ობიექტი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ასევე აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში არსებული ყველა კაფე-რესტორნის რენოვაცია იგეგმება,“-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.