სასტუმრო “რუსთაველში” ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთაველის # 2-ში სასტუმრო “რუსთაველში” ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც სასტუმროს თანამშრომელი ლია წიქარიშვილი აცხადებს, ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა.

იმ დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. ცეცხლის გაჩენის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციას გვერდითი ნომრიდან შეატყობინეს, რის შემდეგაც შენობაში მყოფ პირებს სასტუმრო დაატოვებინეს.

ლია წიქარიშვილის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.