ტეხასის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ქარიშხალი „ჰარვის“ ეპიცენტრში მოხვდა, ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქარხნის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით ღამის 02:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქარხნის ტერიტორიის თავზე კვამლია. აღსანიშნავია, რომ ქარხნის ტერიტორია წყალდიდობის შედეგად წყლით დაიტბორა, რამაც ქარხნის ფუნქციონირება დაარღვია. ქარხნიდან 2,4 კილომეტრის რადიუსზე მყოფ მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.
აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შერიფის მოადგილეა ჰოსპიტალიზებული.