ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში ხანძარი გაჩენიდან მალევე ჩააქრეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი 400 მეტრ კვადრატულ ფართზე ბალახებს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეთა 2 ჯგუფი მუშაობდა.