აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად თავისი პირადი სახსრებიდან 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დონალდ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელი ორგანიზაციების ანგარიშებზე გადარიცხავს აღნიშნულ თანხას.
სარა სანდერსის თქმით, ტრამპმა მას დაავალა გაიგოს, რომელ ორგანიზაციებს სჭირდება ყველაზე უფრო დახმარება.
„როგორც უკვე განვაცხადე, დონალდ ტრამპი 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს პირადი სახსრებიდან, რათა ტეხასისა და ლუიზიანის მოსახლეობას დაეხმაროს“, - განაცხადა სარა სანდერსმა.
ქარიშხალი „ჰარვი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარიშხალია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობის გამო ტეხასის შტატში 30 ადამიანი დაიღუპა. ზარალი კი, წინასწარი მონაცემებით, 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.