ბრენდინგის გლობალური საკონსულტაციო ორგანიზაცია Interbrand da Jurnali Business Week ყოველწლიურად აქვეყნებენ მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდების რეიტინგს.
ეს არის ბრენდისა და მარკეტინგის ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი კვლევა. 2006 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდებია:
#1 Coca-Cola #11 Citi
#2 Microsoft #12 Marlboro
#3 IBM #13 Hewlett-Packard
#4 GE #14 American Express
#5 Intel #15 BMW
#6 Nokia #16 Gillette#7 Toyota #17 Louis Vuitton
#8 Disney #18 Cisco
#9 McDonald’s #19 Honda
#10 Mercedes-Benz #20 Samsung
ქვევით შეჯამებულია საერთო თვისებები, რომლებიც ჩამოთვლილ ბრენდებს კვლევის შედეგად აღმოაჩნდათ. ამ ათი მახასიათებლის თქვენს ბრენდზე მორგება სწორ გზაზე დაგაყენებთ.
1. უბრალო, მაგრამ ძლიერი განსხვავება
დიდ ბრენდებს განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ ადამიანების გონებაში, რომლებიც მათგან ყიდულობენ, მათთვის მუშაობენ ან ფინანსურ თუ ემოციურ ინვესტიციებს დებენ.
დიდი ბრენდები განსხვავდება სხვებისგან ისე, რომ ეს ადვილად შესამჩნევი, აღსაქმელი, ასახსნელია. მათ ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ, რადგან იმ უპირატესობებით სარგებლობენ, რაც არც ერთ კონკურენტ ბრენდს არ გააჩნია.
2. ნათელი და მტკიცე ხედვა
ბრენდები შენდება შიგნიდან გარეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრენდი იბადება ისეთ კომპანიაში, რომელსაც ნათლად ჩამოყალიბებული მისია, კონცეფცია და ღირებულებები აქვს და ამის საფუძველზე იღებს ყველა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ასეთი ბრენდები გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს ყველაფერში: პროდუქტსა და მომსახურებაში, რომლითაც თანამშრომლებს იზიდავენ, რეკლამებსა და კომუნიკაციებში, რომელსაც ბაზარზე გზავნიან.3. მომხმარებლებისთვის საჭირო და სანდო დაპირება
ადამიანებს ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ ისეთ ბრენდებთან, რომლებიც ყოველთვის აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს. დიდი ბრენდები მომხმარებლების სურვილების, ნდობისა და მოთხოვნილებების სიმბოლოებად იქცევა.4. გამორჩეული, სანდო და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და სერვისები
დიდ ბრენდებს დიდებული პროდუქტი აქვთ. მათი პროდუქტის დიზაინი, წარმოება და შეფუთვა საუკეთესოა, აქვთ ჩინებული კომუნიკაციები და შესანიშნავი მომსახურება პროდუქტის გაყიდვამდეც და გაყიდვის შემდგომაც.5. ბრენდის ძლიერი და დაუვიწყარი იდენტურობა
თუ თვალს გადაავლებთ ყველაზე წარმატებული ბრენდების სიას, მათი სახელების დანახვისას უცებ გახსენდებათ მათი ლოგოები, შეიძლება – სლოგანები, მათთან დაკავშირებული მელოდიები ან რეკლამებიც. ეს იმიტომ, რომ თითოეული წარმატებული ბრენდის იდენტურობის ელემენტები სადა, ძლიერი და ადვილად დასამახსოვრებელია და ამასთანავე, სახეცვლილებების გარეშეა წარმოდგენილი პროდუქტზე, ბაზარზე, ყველა საკომუნიკაციო საშუალებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროსაც.6. ერთი, თანამიმდევრულად წარმოდგენილი, მკაფიო და მყარი გზავნილი უმთავრესია ყველა დიდი ბრენდის საკომუნიკაციო საშუალებებისთვის. ყოველთვის, როცა მის პროდუქტსა და შეფუთვას ეხებით, მის ბეჭდურ თუ სამაუწყებლო რეკლამას უყურებთ ან ინტერნეტით უკავშირდებით, დიდი ბრენდების ხასიათი ყველგან ერთნაირადაა გამოხატული და ძირითადი გზავნილიც არასოდეს იცვლება.
7. ბრენდის განსაცვიფრებელი გამოცდილება
ნეტავ, რა არის ბრენდის განსაცვიფრებელი გამოცდილება? ეს არის საქმიანი ურთიერთობა, რაც აძლიერებს ბრენდის გზავნილსა და დაპირებას მომხმარებელთან ყოველი შეხებისას. დიდი ბრენდების გამოცდილება პირველი შთაბეჭდილებებისთანავე იწყება და გრძელდება შეძენაზე ფიქრის დროს, შეძენის პროცესში და შეძენის შემდგომაც. ამ პროცესში, საუკეთესო მომსახურების შედეგად, მომხმარებელს ბრენდის მიმართ სიყვარული უყალიბდება, რომელიც ამყარებს მომხმარებლისა და ბრენდის ურთიერთობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.8. ბრენდის ერთგულება ზემოდან ქვემოთ
დიდი ბრენდები შენდება ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ. ყველა წარმატებული ბრენდის კომპანიას ერთგული ადამიანები მართავენ და გულშემატკივართა გუნდი ემსახურება.თქვენი ბრენდის ერთგული, პირველ რიგში, კომპანიის მენეჯერები და მფლობელები უნდა იყვნენ და შემდეგ – ყველა თანამშრომელი და ის ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს პროდუქტზე, დაპირებასა და ბრენდის გამოცდილებაზე
9. ცვალებადობასთან შეგუების უნარი
ძლიერი ბრენდები არ კარგავენ ძალას მაშინაც კი, როდესაც ახალ გეოგრაფიულ ზონაში ან ახალ ბაზარზე გადაადგილდებიან, არც მაშინ, როდესაც ეკონომიკა და ბაზრის პირობები იცვლება. კონკურენტული გარემოს, ეკონომიკური მდგომარეობის, მომხმარებელთა ინტერესების და ბაზრის ტენდენციების ცვლილებების მიუხედავად, ისინი წარმატებით განაგრძობენ მომხმარებელთა მოთხოვნილებების, ინტერესებისა და გემოვნების დაკმაყოფილებას.10. ფოკუსირება, წესრიგი და სიმტკიცე
ვინც ძლიერ ბრენდებს აშენებს, მათი საერთო თვისებაა: წესრიგი (დისციპლინა), სიმტკიცე და გრძელვადიანი ვალდებულებები. ისინი, ვისაც ჰბეზრდებათ ბრენდისთვის მუშაობა, ცვლიან პოზიციებს ბაზარზე, ბრენდის სახესა და ნიშანს, _ წარმატებული და ღირებული ბრენდების `უმაღლეს ლიგაში~ ვერასოდეს გადავლენ. ბრენდის საპრიზო კაპიტალი მხოლოდ მათ ეკუთვნით, ვინც ბოლომდე ბრენდის გზავნილისა და დაპირების ერთგულია. განმეორება შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს, მაგრამ ასე შენდება ბრენდები და ბრენდები კი ქმნიან ღირებულებას.ნაწყვეტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნიდან "ბრენდინგი მარტივად"