თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ამ წუთებში, თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, სავარაუდოდ, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.

”უკვე გასულები არიან ჩვენი ჯგუფები. სავარაუდოდ, ცეცხლი ბალახს უკიდია”, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.