„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს იაპონური ბრენდების Riken-ისა და Falken-ის პრემიუმ ხარისხის საბურავებზე 20%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს იაპონური ბრენდების Riken-ისა და Falken-ის პრემიუმ ხარისხის საბურავებზე 20%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც ”თეგეტა მოტორსი”  იუწყება, აქცია იმოქმედებს 1 სექტემბრიდან „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„თეგეტა მოტორსი" Riken-ისა და Falken-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul,Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით”, - აცხადებენ კომპანიაში.