მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის სრული ლიკვიდირება დაახლოებით ორ საათში მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახანძრო-სამაშველო სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისათვის ლოკალიზებულია და ცალკეული კერების დახურვის მიზნით ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იმუშავებს.
როგორც გელაშვილმა განაცხადა, არ არის საფრთხე, რომ ქარმა ცეცხლის სრულად ლიკვიდირებას ხელი შეუშალოს. როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით 30 წუთში მოხდა.