"ვისოლმა" ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა აღარ დააფინანსოს

ქუთაისის საფეხბურთო გუნდი "ტორპედო" უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სპონსორის გარეშე დარჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" კლუბის დაფინანსებაზე უარს ამბობს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად bpn "ვისოლის" პრესსამსახურის ხელმძღვანელს, რუსუდან კბილაშვილს ესაუბრა. კომპანიაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. როგორც კბილაშვილმა განაცხადა, მას ამ ინფორმაციის არც დადასტურება შეუძლია და არც უარყოფა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, უახლოეს პერიოდში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ, სადაც ჩვენს გადაწყვეტილებას გაგაცნობთ,"-განაცხადეს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვისოლი" ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დაფინანსებაზე უარს იტყოდა, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. აღნიშნული კომპანიას ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია.