თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლის ცალკეული კერები უკვე ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში. ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, 3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში, ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის არც ერთი ახალი კერა არ დაფიქსირებულა.