ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კონსტიტუციის შეცვლის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს.
"ქართული ლიტერატურა კარგად იცნობს პატარძლის შეცვლის(ჩანაცვლების) ისტორიებს. ერთს რომ გაჩვენებენ და მეორეს შემოგასაღებენ. ახლა მსგავს უნიკალურ ქართულ მოვლენასთან გვაქვს საქმე: წუხელ კონსტიტუცია შეგვიცვალეს!
ისედაც ძალადობრივად მიღებული კონსტიტუცია უკვე კრიმინალურიც გახდა. პარლამენტის საიტზე კონსტიტუციის პროექტს ჩუმად ჩაემატა რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომელიც პარლამენტს არ მიუღია ორი მოსმენით. აქედან ერთი პრინციპული მნიშვნელობისაა: მომავალ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს ვირჩევთ არა 5 წლით, რომელიც იყო პირვანდელ ვერსიაში, არამედ 6 წლით, რომელიც გაჩნდა ჩასწორების შემდეგ.
ამ მანიპულაციით საბოლოოდ დაკარგა კონსტიტუციამ ლეგიტიმურობა.
კონსტიტუციას აყალბებენ და არჩევნებს არ გაგვიყალბებენ?" - წერს გოცირიძე.