გლობალური ბრენდები სარეკლამო სააგენტოებთან კონტრაქტებს გადახედავენ

ბრენდების 70%-მა სარეკლამო სააგენტოებთან კონტრაქტებში ცვლილებები შეიტანეს.

ცვლილებების მიზანი რეკლამის ყიდვის გამჭვირვალე პროცესი გახდა. რეკლამისდამკვეთთა მსოფლიო ფედერაციის (WFA) ანგარიშის თანახმად, ბრენდები სულ უფრო ხშირად კარგავენ კონტროლს თავიანთ სარეკლამო აქტივობაზე, რაც მეტწილად ბოტების ქმედებებით არის განპირობებული.

როგორც WFA-ის ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ე.წ. Brand safety გამოკითხული რეკლამისდამკვეთების 70%-სთვის იქცა პრობლემად. ამასთან, ბრენდების 65%-მა რეკლამის programmatic შესყიდვებით ვითარება გააუმჯობესა.

ინტერნეტ რეკლამაში თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, კვლევაში მონაწილეთა 55%-მა ბირჟაზე შესყიდვები შეზღუდა, 40%-მა ბოტებთან და ინტერნეტ თაღლითებთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა.

ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე ბრენდების 89% ზღუდავს ან მომავალში აპირებს შეზღუდოს თანხის ჩადება ისეთ სარეკლამო ქსელში, რომელიც რეკლამის ნახვების გადამოწმების საშუალებას არ მისცემს.

კვლევის ფარგლებში, WFA-მა 35 ტრანსნაციონალური კორპორაცია გამოკითხა, რომელთა საერთო მარკეტინგული ბიუჯეტი წელიწადში 30 მილიარდი დოლარია.