მოსკოვში, ამერიკის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ს ვიზების გაცემა განაახლა და მსურველებს ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ დროს შეუძლიათ განაცხადების დატოვება.
ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ დიპლომატიური მისიის პრესმდივანმა მარია ოლსონმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სავიზო განაცხადების მიღება 1-ელი სექტემბრიდან განახლდა. აშშ-მა მთელი რუსეთის მასშტაბით, საემიგრაციო ვიზების გაცემა 23 აგვისტოს შეაჩერა, რაც რუსეთის ქმედებებზე საპასუხო რეაქცია იყო.
რუსეთმა ვაშინგტონს დიპლომატიური მისიის 755 თანამშრომლიდან 455-მდე შემცირება მოსთხოვა. აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის განცხადებით, ვიზების გაცემა მხოლოდ მოსკოვში ამერიკის საელჩოში იქნება შესაძლებლი.