თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატება დიდწილად მის მიერ შეთავაზებული პროდუქტისა თუ სერვისი რეკლამაზეა დამოკიდებული. სწორი სარეკლამო კამპანიის წარმოება არც ისე მარტივი საქმეა.
ამიერიდან ქართველ ბიზნესსაზოგადოებას ამ საქმეში დაეხმარება წიგნი ”რეკლამა მარტივად”, რომელიც გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში თარგმნა. წიგნი Dummies-ის სერიას წარმოადგენს.
წიგნის შესავალი თავიდანვე გვატყობინებს, რომ რეკლამა არც ისე რთული საქმეა, როგორც ეს საწყის ეტაპზე ბიზნესმენს წარმოუდგენია. განურჩევლად იმისა, თუ რას გრძნობთ მის მიმართ ან რა ინფორმაცია დაგიგროვდათ. რეკლამა შეიძლება დამაფრთხობლადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც კარგია, რომ ეს რაკეტების წარმოება არ გახლავთ. უბრალოდ, ვაჭრობის რამდენიმე ხერხს უნდა დაეუფლოთ, რომლებიც კომპანიისთვის მოხდენილი, ძლიერი, დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიის მოფიქრებაში, წარმოებასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ.
წიგნი სტრუქტურულად ძალიან მოსახერხებელია ნებისმიერი მკითხველისთვის. ის ხუთი მარტივად აღსაქმელი ნაწილისგან შედგება. შეგიძლიათ მისი კითხვა ბოლოდან დაიწყოთ ან ის თავები იკითხოთ ხოლმე, რომლებიც ამა თუ იმ დროს კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად დაგჭირდებათ. ნესბიმიერ შემთხვევაში, თქვენ გაეცნობით მიდგომებს, იდეებს, ხერხებსა და ფულის დაზოგვის ამსახველ ფაქტებს, რომლებიც თქვენი ბიზნესსაქმიანობის რეკლამირების ნაწილში მომგებიანი გზების მიგნებას გასწავლით.
წიგნი არ არის გათვლილიმსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებისთვის, რომელთა იდეალურად აწყობილი საწარმოო ბრუნვა წარმოუდგენლად დიდ თანხას აღწევს და მედიაში რეკლამის შესაძენად გამაოგნებელ ფულს ხარჯავენ. ის მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი მეწარმეებისა და მომსახურების სფეროს ფირმების მუშაკებისთვისაა განკუთვნილი, მათთვის, ვინც რეკლამის მეშვეობით საკუთარი საქმიანობის შესახებ ხმის გავრცელებას და წარმატებული კომპანიის შექმნას ცდილობს.
წიგნი ქართულ ენაზე სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში გამოიცა. „ლურჯი ოკეანე“ არის ბიზნეს ლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს.
აღნიშნული სერიის ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ისე დამწყებთათვის. მკითხველი რჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ მიიღებს. ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი, კონკრეტული მაგალითებით სავსე წიგნები, ბიზნესში მიღებულ თამაშის სხვადასხვა წესზე ლაკონურ წარმოდგენას შეგიქმნით.