კიტ შილერი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი და პირადი დაცვა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, თეთრ სახლს ტოვებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ის დაცვის კერძო ბიზნესს უბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა "ბლუმბერგი" წერს და იქვე დასძენს, რომ ამ ფაქტით ტრამპი ძალიან დამწუხრებულია.
შილერი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტრამპზე მუშობდა, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კი ოვალური ოფისის ოპერაციების ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბარა. მას მოიხსენიებენ, როგორც ტრამპის "დამცველსა და ემოციურ საყრდენს".
შილერზე ამბობენ, რომ პირად დაცვასთან ერთად ის პრეზიდენტის უახლოესი მეგობარიცაა და მას ტრამპი ძალიან ენდობა. ადმინისტრაციაში ის ბინძურ საქმეებსაც ასრულებდა, მაგალითად, სწორედ შილერმა გაათავისუფლა თანამდებობიდან FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი.
თეთრი სახლის ინსაიდერებმა "ბლუმბერგს" განუცხადეს, რომ შილერი გადატვირთული გრაფიკისა და დაბალი ხელფასის - 165 000 დოლარიანი ანაზღაურების გამო ტოვებს პოსტს, რადგან კერძო ბიზნესში მას გაცილებით მეტი სარგებელი ექნება.
შილერის წასვლის შემდეგ, პრეზიდენტს თეთრ სახლში რამდენიმე უახლოესი პირი დარჩება, მათ შორის: ქალიშვილი-მრჩეველი ივანკა ტრამპი, სიძე ჯარედ კუშნერი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხაზით ორი მაღალჩინოსანი: კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჰოუპ ჰიკსი და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელი დენ სკავინო. "თუმცა, ვერც ერთი შეავსებს იმ მეგობრისა და თანასწორის ადგილს, რომელიც შილერს ეჭირა", - წერს "ბლუმბერგი".