უახლოეს პერიოდში დავასახელებთ გენერალური აუდიტორის კანდიდატურას, რომელიც კონსულტაციების შედეგად შეირჩევა, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
”გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. კანდიდატებთან კონსულტაციები დასასრულს უახლოვდება. ვადასტურებ, რომ ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც განიხილება, არის ირაკლი მექვაბიშვილი”, - აღნიშნა თალაკვაძემ.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოლეგებს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შესთავაზებს, რომელიც EBRD-ის მთავარი ბანკირია.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გენერალური აუდიტორის არჩევა უახლოეს სესიაზე იგეგმება.