რთველი წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, წელს ღვინის ინდუსტრიაში რეკორდულად მაღალი გაყიდვებია.
"რეკორდულად მაღალია კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შეძენაზე დაინტერესება. ამას წინ უძღვის ისიც, რომ გვალვიანი და რთული პირობების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს კარგი და დიდი რაოდენობის მოსავალი. თუმცა, არის ადგილები, სადაც გვალვისგან დაზიანებულია მოსავალი. რთველი ძალიან წარმატებით ტარდება და ასეც იქნება. საფერავის ფასები არის უპრეცედენტოდ მაღალი, რქაწითელი არის საკმაოდ დიდი რაოდენობის და სახელმწიფოს აქვს სპეციალური ღონისძიებები, რომ ეს ყურძენიც არ დარჩეს ჩაუბარებელი. ასე რომ, რთველი წარმატებით ჩატარდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.