8 სექტემბერს ბათუმში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფორუმი გაიმართება

Viva Consult-ს ორგანიზებითა და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის HUB Georgia-ს მხარდაჭერით ბათუმში ყოველწლიური კონფერენცია/ფორუმი გაიმართება.

ფორუმი, რომელზეც რეგიონში საზღვაო და სახმელეთო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, 8 სექტემბერს სასტუმრო შერატონში ჩატარდება.

ფორუმზე განსახილველ საკითხთა შორის არის: რეგიონში ტვირთების გადაზიდვაში არსებული ძირითადი ბარიერები და მათი დაძლევის შესაძლებლობები; რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვებში ახალი სერვისები და მარშრუტები; რეგიონში სანავთობო ტვირთების ბაზარი. ლიბერალიზაცია თუ მონოპილიზაცია?; იმპორტ-ექსპორტის ძირითადი მიმართულებები; ხორბალი, სამთო-მეტალურგიული პროდუქცია, სასუქები. მოცულობები, პერსპექტივები; საკონტეინერო გადაზიდვები. საკონტეინერო ხაზების სერვისების ოპტიმიზაცია შავი ზღვის რეგიონში და შავი ზღვისპირა და კასპიის რეგიონებს შორის ტვირთების ტრანზიტი.

კონფერენციას დაესწრებიან რეგიონის რკინიგზის წარმომადგენლები, სარკინიგზო ოპერატორები, საზღვაო პორტების წარმომადგენლები, ტერმინალები, ავტო-გადამზიდავები, ექსპედიტორები, ლოგისტიკური კომპანიები, საკონტეინერო ხაზები, ტვირთმფლობელები, გემთმფლობელები, საინვესტიციო კომპანიები და ა.შ.

ფორუმი 8 სექტემბერს 09:00 საათზე დაიწყება.