სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველო ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 66 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.150 პროცენტით, მაქსიმალური - 7.180 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.160 პროცენტით განისაზღვრა.