1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4802 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4926 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9579 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9662 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.