ირაკლი კოვზანაძე - ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს

ჩვენ ქვეყანაში ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის ცვლილება დროებითი მოვლენაა.

" ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი. აქედან გამომდინარე შეიძლება მოძრაობა იყოს ორივე მიმართულებით, როგორც გამყარების, ისე დევალვაციის კუთხით. მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსახლეობა ხედავდა, რომ იყო ეროვნული ვალუტის გამყარება ხდებოდა. ეროვნულმა ბანკმა 110 მილიონი დოლარის შესყიდვა განახორციელა. ამით ხელი შეუწყო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. რაც ხდებოდა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, ეს იყო ფაქტორი, როდესაც საერთო მოლოდინიდან გამომდინარე სავალუტი ბაზრის მონაწილეობამ ლარის ასეთი კურსის პირობებში განახორციელა დამატებითი დოლარების შესყიდვა, რომელმაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე. ეს არის დროებითი მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4802 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4926 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.