პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად პოლიტიკოსი აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, ხანძრის დროს, სახლში მისი მუღლე, შვილები და სიდედრი იმყოფებოდნენ. შემთხვევა გუშინ, ღამის 01:30 საათზე მოხდა, რამდენიმე ერთეული სამაშველო ბრიგადა კი ხანძრის ლოკალიზებას 07:30 საათამდე ცდილობდა.
პოლიტიკოსი შესაბამის ორგანოებს, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დროულ დადგენას სთხოვს.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის! ზარები არ წყდება და ქსელშიც უამრავი პასუხგაუცემელი გზავნილი დაგროვდა... ღვთის დიდი წყალობით გადავრჩით უმძიმეს შედეგს, სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას და დაწვას სახლში, რომელსაც გუშინ ღამით 01:30-ზე გაუჩნდა მოულოდნელად ცეცხლი და დილის 7:30 მდე თბილისის, მცხეთისა და დუშეთის გაერთიანებული ბრიგადები ებრძოდნენ!
იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა რეალურ ფაქტებთან სრულ შესაბამისობაში დადებს დასკვნას და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით“, - წერს დიმიტრი ლოთქიფანიძე.