HSBC-ის ბოლო კვლევის თანახმად, შვილების განათლებაზე ყველაზე მეტ თანხას მშობლები ჰონგ-კონგში ხარჯავენ.
ჰონგ-კონგელი მშობლები სკოლიდან უნივერსიტეტამდე პერიოდში ერთ ბავშვზე 130 ათას დოლარს ხარჯავენ. შემდგომ პოიზიცაზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები 100 ათასი დოლარით, რომელსაც 70 ათასი დოლარით სინგაპური მოჰყვება. აშშ-ში კი ჰონკონგელ მშობლებზე ნახევარს, საშუალოდ 58 ათას დოლარს ხარჯავენ.
კვლევაში ნახსენებ 15 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზეა საფრანგეთი 16 ათასი დოლარით, ასევე 20 ათასზე ნაკლებს ხარჯავენ საკუთარი შვილების განათლებაზე ინდონეზიელი, ინდოელი და ეგვიპტელი მშობლები
აღნიშული დანახარჯები მოიცავს როგორც სკოლის გადასახადს, ასევე წიგნებზე, სასკოლო ფორმა, ტრანსპორტსა და განთავსებაზე დანახარჯებს. კვლევა ჩატარდა მსოფლიოს 15 ქვეყანაში 8481 მშობლის გამოკითხვის საფუძველზე.
შვილების განათლებაში ფულის ჩადება პრიორიტეტია კვლევაში მონაწილე მშობლების უმრავლესობისთვის. გამოკითხულთა 87% შვილის განათლებისთვის ფულს არ ზოგავს. გამოკითხული მშობლების 75% დარწმუნებულია, რომ მათ შვილს ნათელი მომავალი ექნება, 82% კი მზად არის საკუთარი ცხოვრება გაიღოს მსხვერპლად შვილის წარმატებისთვის.
კოკა კვირკველია