პრემიების გაცემას მთავრობაში, მით უმეტეს უმაღლეს დონეზე, ადგილი არ ჰქონია , - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2016 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრემიებსა და დანამატებზე კოლოსალური თანხები დაიხაჯრა.
დოლიძის თქმით, მთავრობამ „ქამრები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შემოიჭირა“.
„მე არ ვიცი რა მონაცემებს მეუბნებით, თუმცა რაც შეეხება პრემიებს და დანამატებს, მინდა გითხრათ, რომ ამ მთავრობამ მუშაობის დაწყების დღიდან 10 %-ით შემოვიჭირეთ ქამრები. არანაირი პრემიების გაცემას მთავრობაში, მით უმეტეს უმაღლეს დონეზე, ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ტარდება საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა, ივლისში უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულება. ეს არ არის იოლი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ პრემიებისა და სახელფასო განაკვეთების საკითხი მოგვარდება და დარწმუნებული ვარ, ამგვარი კითხვები აღარ დაისმება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.