სტიქიამ მესტიის სოფლებში სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელეს ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ჭოლასა და მუჟალის ადმინისტრაციულ ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. ადიდებულმა ღელემ ასევე დროებით შეაფერხა საგზაო მოძრაობა, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში.

მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.