გაცვლით კურსთან ასეთი თამაშები, მით უფრო არჩევნების წინ, გონიერი მთავრობის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს.
ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ლარი-დოლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით მოულოდნელი არაფერი ხდება.
„2017 წლის ბიუჯეტი გათვლილია გაცვლით კურსზე - 1 დოლარი უდრის 2.50 ლარს. ბიუჯეტში თავმოყრილია თანხები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს, თუმცა ვერ იხარჯება და კომერციული ბანკების ანგარიშებზეა გადასროლილი, რადგან პროცენტი დაერიცხოთ და ბიუჯეტმა აქედან შემოსავალი მიიღოს. ეს კი ბუნებრივია, ფულის მასასა და მიწოდებას ზრდის. შესაბამისად, ნუ გაგვიკვირდება, რომ ლარი უფასურდება. ეს ყველაფერი მთავრობის მანიპულაციებია. გაცვლით კურსთან ასეთი თამაშები, მით უფრო არჩევნების წინ, გონიერი მთავრობის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს,“- განაცხადა პაპავამ.
ამასთან, როგორც პაპავამ აღნიშნა, ლარის გაუფასურება იმპორტირებული პროდუქტის ფასზე აისახება და მათი ღირებულების ზრდას გამოიწვევს.