6 დღეში გახდება ცნობილი, გაცალმხრივდება თუ არა პეკინის ქუჩა

პეკინის ქუჩაზე მოძრაობის გაცალმხრივებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია გადაწყვეტილებას დაახლოებით 6 დღეში მიიღებს. ამის შესახებ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" ისაუბრა.

„პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებამდე დავთვალეთ მოძრაობა, თუ რამდენი მანქანა მოძრაობის პეკინის ქუჩაზე, როდესაც შევხედეთ, რომ ახლა არსებულმა მოძრაობის ნაკადებმა კარგად იმუშავა, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა გამოკითხვა და მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თანხმობა განაცხადა, რომ პეკინზე იყოს ცალმხრივ მოძრაობა. თანდათან უკვე შეივსო ქალაქი და მოძრაობა ჯერჯერობით არ შეფერხებულა, თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით 6 დღეში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და დავტოვებთ პეკინის ქუჩას ცალმხრივს,“-განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.