თელავში, კომპანია ”ჯი-ვი-ეს”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თელავში, კომპანია ”ჯი-ვი-ეს”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ხანძრის შედეგად 1 ჰექტრამდე მიწის ფართობი დაიწვა.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხანძრის შედეგად დაზიანდა ვენახებიც, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ხანძრის შედეგად ვენახებს ზიანი ფაქტობრივად არ მიუღიათ. მათივე ინფორმაციით, შეიტრუსა მხოლოდ ვენახის ერთი რიგის მცირე ნაწილი.