გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში (ხოკოს უბანი), შემოწმების მიზნით გაჩერებულ ცემენტმზიდს ვიზალური დათვალიერებით, დაზიანებული ჰქონდა ლუქები.
სამინისტროს ცნობით, საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანის მისაბმელში პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, შედგა შესაბამისი აქტი, ხოლო ავტომანქანა დაილუქა.