დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფრენები პოლონეთის სიდიდით მე-4 ქალაქის ვროცლავის მიმართულებით 2018 წლის 31 მარტიდან დაიწყება.
ავიარეისები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ერთი გზის ავიაბილეთის ფასი - 79.99 ლარიდან დაიწყება.
ავიაკომპანია ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მგზავრებს 8 ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტურ მიმართულებას სთავაზობს.