კახა კუკავა - ჩვენი ამოცანაა, გავაკოტროთ „სითი-პარკი“

ჩვენი ამოცანაა, გავაკოტროთ კომპანია „სითი-პარკი“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ „სითი პარკის“ საქმიანობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, „სითი-პარკი“ წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას თბილისელებისთვის და მისი მერად არჩევის შემთხვევაში ის აუცილებლად გააუქმებს კომპანიასთან დადებულ „ავადსახსენებელ, დანაშაულებრივ კონტრაქტს“.

„თბილისელებისგან მხოლოდ გვჭირდება, რომ ყველა საჯარიმო ქვითარი დაუტოვონ ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც მუდმივად იდგება „სითი-პარკის“ საჯარიმო ავტოსადგომთან“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, მისი გუნდი აუცილებლად გაასაჩივრებს ყველა შედგენილ ქვითარს, რის შედეგადაც „სითი პარკს“ მოუწევს ყველა დაზარალებული მოქალაქისთვის 60 ლარის უკან დაბრუნება.