ძლიერმა ქარმა რუსთავში, ჯავახიშვილის ქ. #7-ში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მოხადა. აღნიშნული კორპუსის სახურავი ორიოდე თვის წინ სტიქიის დროსაც დაზიანდა.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, სახურავის რეაბილიტაცია დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, უამინდობამ სამუშაოებს ხელი შეუშალა და სახურავი კიდევ უფრო დაზიანდა.
ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გადახურვა ხვალიდან დაიწყება.
დღეს ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა, დაამტვრია და მოგლიჯა ხეები, შარტავას გამზირზე სარეკლამო ბილბორდი მოტეხა.