ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, საქართველოს მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ცენტრში „112“ რამდენიმე ათეული გამოძახება დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში სერიოზულ გამოძახებას ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც ავტომობილს ხე დაეცა, ხოლო რამდენიმე რეგიონში ძლიერმა ქარმა, სახლის სახურავები უმნიშვნელოდ დააზიანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, მსგავსი ტიპის გამოძახებები არ დაფიქსირებულა.