შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უამინდობის გამო ზღვაში შესვლა კვლავ აკრძალულია, აღმართულია წითელი ალმები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობისა და შტორმის მიუხედავად განსაკუთრებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება ხულოს რაიონს, ვითარება სტაბილურია და ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ვერტმფრენებმა ადგილზე მუშაობა ვერ მოახერხეს.