საქართველოში პირველი მასშტაბური გაყიდვების ფორუმი გაიმართება

IBF (international Business Forum)-ის გრანდიოზულ ღონისძიებას, რომელიც 22-23 მაისს ბათუმში ჩატარდა, დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა.

ღონისძიების სპიკერები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული ტრენერები და სპიკერები, როგორებიც არიან: Perluigi Collina, Marshal Goldsmith, Kevin Gaskel, Dananjaya Hetierachchi, Sean Fitzpatrick, John King.

IBF-ის მორიგი მასშტაბური ღონისძიება 3-4 ნოემბერს, სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართება. www.ibf.ge

„ეს იქნება საქართველოში პირველი მასშტაბური გაყიდვების ფორუმი, სადაც დამსწრეები მიიღებენ ყველაზე პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას. ჩვენი მიზანია ყოველწლიურად შევქმნათ განსხვავებული და დასამახსოვრებელი ღონისძიებები, რომლის დახმარებითაც საქართველო გახდება ბიზნეს ღონისძიებების ცენტრი, როგორც კავკასიის რეგიონში, ასევე მეზობელ ქვეყნებში“ – აცხადებს IBF -ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გუგა კობახიძე.

3-4 ნოემბერს თბილისს ესტუმრებიან მსოფლიოში აღიარებული ბრენდების წარმომადგენლები, გაყიდვების #1 ტრენერები, გამოცდილი ექსპერტები, სამოტივაციო ტრენერები, ცნობილი ბრენდების კონსულტანტები და ა.შ.

(R)