ხახაბოს ტყეში 25 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი

თუშეთის ტყეში ხანძრის საბოლოო ლოკალიზება შესაძლოა დღეს მოხდეს, რის შემდეგაც სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

ამის შესახებ  კახეთის გუბერნატორმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

სტიქიის ეპიცენტრში ისევ რჩება 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამასთან, თუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ლადო კახიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ხახაბოს ტყეში 25-მდე ჰა ფართობია დამწვარი.