„დეიზის“ წარმატების 15 წლიანი ისტორია

ფოტო და ვიდეო გადაღებით დაწყებული საქმიანობა - ასეთია ქართულ სარეკლამო ბიზნესში ერთ-ერთი პირველი კომპანია „დეიზის“ ისტორია.

კომპანიის დამფუძნებელი 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პროფესიონალ კადრებსა და ოპერატიულად მუშაობას ასახელებს.

როგორ იქმნებოდა კომპანია, როგორ ვითარდებოდა ბაზარი, რა სირთულეები იყო და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სარეკლამო კომპანია „დეიზის“ დამფუძნებელი გიორგი სხულუხია ესაუბრა.

„დეიზის“ ისტორია

ამერიკაში მსგავს სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში 2002 წელს დაბრუნების შემდეგ ისევ ამ საქმიანობისთვის მომეკიდა ხელი. თავიდან ფოტო და ვიდეო გადაღებებით დავიწყეთ. პირველი ღონისძიება რომელიც „ნისიად“ ნაყიდი კამერით გადავიღეთ, ქორწილი იყო, რომელიც ისე მოეწონათ, რომ ორმაგი თანხა გადაგვიხადეს. ამის შემდეგ იყო სავიზიტო ბარათების ბეჭდვა. თუმცა, რადგან საკმარისი ფული არ გვქონდა, დანადგარებს

bpnთავად ვიგონებდი და ასე ნელ-ნელა ვვითარდებოდით. დღეს კი 50-მდე სარეკლამო კომპანიაა, რომელსაც ვემსახურებით, მათ შორის სამშენებლო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, დიდი კომპანიების 70-80%-თან გვაქვს საქმიანი ურთიერთობა.

ბაზარი და კონკურენცია 15 წლის წინ და დღეს

15 წლის წინ, როდესაც საქმიანობას ვიწყებდით, ბაზარი საერთოდ არ იყო განვითარებული. თითზე ჩამოსათვლელი, ჯამში 10-15-მდე კომპანია ვიყავით. თუმცა, თანდათან სხვა კომპანიებიც გაჩნდა ბაზარზე და კონკურენციაც გაიზარდა. დღეს, ფაქტობრივად, ნული გამოცდილებით არის შესაძლებელი სარეკლამო კომპანიის გაკეთება. ჯამში ასეულობით მსგავსი კომპანია იქმნება, მაგრამ ჩვენ გვყავს გამოცდილი კადრები, რის ხარჯზეც „დეიზი“ არის ძლიერი, კონკურენტუნარიანი და გარკვეულ სერვისებში ცალსახა ლიდერი კომპანია.

რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას და სერვისების ფართო არჩევანს ვთავაზობთ. ამ ეტაპზე დაახლოებით 30 დანადგარი და შესაბამისად ბევრი სერვისიც გვაქვს. რამდენიმე დანადგარი გვაქვს ფართოფორმატიანი ბეჭდვისთვის და დღეში 500 კვადრატამდე ვბეჭდავთ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია; გვაქვს საკუთარი სტამბა; რკინის საამქრო, სადაც გარე რეკლამის პროდუქცია - კონსტრუქციები, მოცულობითი ასოები, განათებები და ა.შ. მზადდება; ცალკე ბრენდირებული პროდუქციის ხაზი და ტექსტილის ბეჭდვის დანადგარიც გვაქვს.

„დეიზის“ უპირატესობა და მიღწევა

კომპანიის უპირატესობას რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ შეკვეთებს პრაქტიკულად შეუძლებელ ვადებში ვასრულებთ. გვაქვს საკუთარი დანადგარები, გვყავს 30 კაცამდე პროფესიონალი თანამშრომელი და ეს ყველაფერი საკუთარი საქმის ხარისხიანად და სწრაფად კეთების საშუალებას გვაძლევს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კლიენტთან გულახდილები ვართ და მათ არ ვატყუებთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

სამომავლოდ დანადგარების წარმადობის გაზრდას ვეგეგმავთ. ამასთან, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ახალი ოფისის გახსნას თბილისში. გარდა ამისა, „დეიზი“ მონაწილეობას იღებს, „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“. წარდგენილი ვართ „წლის ბიზნესის “ ნომინაციაში. ეს კონკურსი არის საშუალება, გაიცნო ახალი ადამიანები, კომპანიები და დაამყარო საქმიანი კონტაქტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თაია არდოტელი