სწრაფი ჩარიცხვის ზოგიერთი აპარატი განახლებულ 5 ლარიანს არ იღებს

სწრაფი ჩარიცხვის ზოგიერთი აპარატი განახლებულ 5-ლარიანს არ იღებს. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.

„საქართველოს ბანკში“ აღნიშნულ ხარვეზს კუპიურის სიახლით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ძალიან პრიალა ახალი კუპიურა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სკანერმა ვერ აღიქვას და უკან დააბრუნოს, თუმცა აპარატებს პრობლემა არ აქვს.

„თიბისი ფეის“ ცნობით კი, ზოგიერთ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ახალი პროგრამის ჩატვირთვა ვერ მოესწრო.

„საქართველოს მასშტაბით 3 400-ზე მეტი აპარატი გვაქვს და პროგრამა თითქმის ყველგან ჩატვირთულია. შესაბამისად განახლებულ 5 ლარიანსაც ყველა აპარატი იღებს. დარჩენილია მხოლოდ 30 აპარატი, სადაც ახლა მიმდინარეობს პროგრამის ჩატვირთვა და სავარაუდოდ, სწორედ ამ აპარატებზეა საუბარი“, - გვითხრეს "თიბისი ბანკში".