სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით, კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა.

როგორც „დელტა“ იუწყება, სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში.

„რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 7 სექტემბრის საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო.

19:15 საათიდან 20:30 საათამდე ღრუბლის მასები 41 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, რის შედეგადაც აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა“, - აღნიშნულია „დელტას“ ინფორმაციაში.