Fitch Ratings-მა, სილქნეტს "B+" საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა

წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა სილქნეტს B+ საკრედიტო რეიტინგი 2017 წელსაც დაუდასტურა. აღნიშნული რეიტინგი კომპანიას 2016 წელს მიენიჭა.

"მოხარული ვართ, რომ Fitch-მა დაადასტურა სილქნეტის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ იქნა მიღებული. ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ საქართველოს არასაფინანსო სექტორიდან, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო და რომელმაც საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ავამაღლებთ ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის სტანდარტებს" - განაცხადა "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

სააქციო საზოგადოება "სილქნეტი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია), სილქნეტი საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ სეგმენტის 41%-ს, მაუწყებლობის ტრანზიტის (pay TV) სეგმენტის 30%-ს და ფიქსირებული ტელეფონიის სეგმენტის 48%-ს ფლობს.

(R)