აშშ-ს ხუთმა ყოფილმა პრეზიდენტმა ქარიშხალ „ჰარვისაგან“ დაზარალებულებისათვის დასახმარებლად ფულის მოსაზიდად კამპანია დაიწყო. ჯიმი კარტერმა, ჯორჯ ბუშმა, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშ-უმცროსმა და ბარაქ ობამამ „ერთი ამერიკის მოწოდების“ კამპანია გამოაცხადეს, რათა იმ ხალხს დაეხმარონ, რომელიც ქარიშხალმა დააზარალა.
„ქარიშხალმა „ჰარვიმ“ საზარელი ნგრევა მოიტანა, თუმცა ასევე ადამიანურობის საუკეთესო მხარე აჩვენა“, - განაცხადა ბილ კლინტონმა.
ობამა კი დასძენს, რომ როგორც ყოფილ პრეზიდენტებს, მათ სურთ ამერიკელ ძმებს აღდგენაში დაეხმარონ.
„ტეხასო, გვიყვარხარ. როგორც ტეხასელები ამბობენ, ჩვენ ტეხასი უფრო გვიყვარს, ვიდრე წყალი“, - ამბობენ მამა და შვილი ბუშები.